ივნისი
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა:
ილია ზაქაიძის დუშეთის კულტურის სახლმა მუსიკალური ფესტივალის „ვიოლინოს გასაღების" მონაწილეთა კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლები და სკოლამდელი აღზრდის ფილიალების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მოეწყო სხვადასხვა მიმართულების წრეთა აღსაზრდელების ნამუშევართა გამოფენა. ღონისძიებას ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია საყოველთაო მობილიზება ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით.